ქალაქში ისევ ნაცრისფრად ცივა
შენ ალბათ მალე თბილ ქვეყნებში წახვალ.
გაყინული თითები აბავენ აკორდებს
და შენი ცრემლები მე ისევ მახრჩობენ.
კმარა
რაღაც დასასრულს მოელის გული
რაც გინდა მოხდეს მე შენთანა ვარ.
ჩვენ თითქოს მივფრინავთ ისევ აქ ვართ
ჩვენ თითქოს ძმები ვართ და ერთმანეთს ვკლავთ.
გვიგებენ გვიგებენ სისხლიან ზღვარს
გვიშრობენ გვიშრობენ მშობლიურ ზღვას
მე შენთანა ვარ
ქალაქში ისევ ნაცრისფრად ცივა
ვიღაცას ელიან, ვიღაცა კი ვერსად ვერ წავა.
შენ ისევ დაეძებ ქუჩაში სახეებს
რომლებიც გკითხავენ რა გჭირს, ხომ კარგადა ხარ.
აღარც დასასრულს მოელის გული
რაც გინდა მოხდეს მე შენთანა ვარ
ჩვენ თითქოს მივფრინავთ ისევ აქ ვართ
ჩვენ თითქოს ძმები ვართ და ერთმანეთს ვკლავთ.
გვოგებენ გვიგებენ სისხლიან ზღვარს
გვიშრობენ გვიშრობენ მშობლიურ ზღვას
მე შენთანა ვარ
დავრბოდით ქუჩაში სახლის სახურავებზე
ვტეხავდით გვინდოდა ახლოს
ცასთან
გოყურებ, გხედავ გამჩნევ რომ
შენ ის პატარა უმანკო ბავშვი
აღარ ხარ
რაღაც დასასრულს მოელის გული
რაც გინდა მოხდეს მე შენთანა ვარ.
ჩვენ თითქოს მივფრინავთ ისევ აქ ვართ
ჩვენ თითქოს ძმები ვართ და ერთმანეთს ვკლავთ.
გვიგებენ გვიგებენ სისხლიან ზღვარს
გვიშრობენ გვიშრობენ მშობლიურ ზღვას
მე შენთანა ვარ.